ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია გაიმართება

10 თებერვალი 2019, 00:00 1572 ნახვა

უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო ინიციატივით გამოდის რეგიონის ბიუჯეტირება გენდერულ ჭრილში მოხდეს. საბჭოს წევრების აზრით, რეგიონის ბიუჯეტში ისეთი პროგრამები უნდა გაიწეროს, რომელიც ქალთა უფლებების მხარდაჭერას და  დაცვას უზრუნველყოფს. მაგალითად,  შესაძლოა დამატებით  გამოიყოს თანხები ქალთა თავშესაფრის გაფართოებისა და კრიზისული ცენტრის შექმნისთვის, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს იურიდიულ  დახმარებას შესთავაზებს. 

გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანია, გენდერული ბიუჯეტირების პრეცედენტი შექმნან და სამომავლოდ ამ კუთხით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. ხვალ უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესია გაიმართება სადაც გენდერული  თანასწორობის  განხორციელების ღონისძიებათა  2019-2020   წლების   სამოქმედო   გეგმის   დამტკიცების   შესახებ იმსჯელებენ. ხვალვე სესიაზე დეპუტატები უმაღლესი  საბჭოს  გამოკლებული  წევრის  ზაზა ოქუაშვილის ადგილმონაცვლის მერაბ ბლადაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი