ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია,ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ი ტალინი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ივნისიდან იფრენს.
ტალინში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები იმყოფებიან. რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალს ვიზიტორები ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ.