აკრძალვის მიუხედავად ჟორდანიას ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლი შენდება

08 თებერვალი 2019, 00:00 1981 ნახვა

ბათუმის ისტორიული ზონა, რომელიც დამცავი დოკუმენტის დამტკიცებამდე ისევ დაუცველია - შესაძლოა მალე ისევ შეივსოს ერთი სივრცე რუსთაველის ქუჩაზე 11-სართულიანი ობიექტით - გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის საბჭო მომდევნო კვირაში გაასაჯაროვებს. საუბარია მაღლივ კორპუსებს შორის დარჩენილი სივრცის ამოვსებაზე. დღეს საბჭოს სხდომაზე ხმაური მხოლოდ ამ საკითხს არ მოჰყოლია. 

წევრები  მსჯელობდნენ გასცენ თუ არა ნებართვა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 5-სართულიანი სახლის მშენებლობაზე - ეს ტერიტორია აქამდეც არაერთხელ გახდა სადავო ფასადის და სიმაღლის გამო. აღმოჩნდა, რომ დაწესებული სიმაღლის ზღვარი ამ მშენებლობაზე არ გავრცელდება - მფლობელმა სასამართლო დავა მოუგო მერიას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბჭომ აუცილებლად 12 მეტრზე მეტი სიმაღლის ობიექტის მშენებლობაზე უნდა გასცეს ნებართვა. ბათუმში ამბობენ, რომ ქალაქის ინტერესებთან შეუსაბამობებს ერთი მთავარი ფაქტორი იწვევს - ჯერ კიდევ არ არსებობს გეგმა, რომელიც ისტორიულ საზღვრებში მოქცეულ ზონას დაიცავს.
     

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი