მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა

08 თებერვალი 2019, 00:00 2778 ნახვა

მომსახურების სააგენტო 1-ელ მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო  შაბათს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.  

2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა. მართვის მოწმობების შეცვლასთან დაკავშირებით რიგებია ბათუმის  მომსახურების ცენტრშიც. მოქალაქეები აცხადებენ, რომ რიგში ჩაწერა სპონტანურად ხდება, რის გამოც რამდენიმე დღე ლოდინი უწევთ.  

მომსახურების ცენტრში აცხადებენ, რომ  ერთ-ერთი მიზეზი არის,  ის რომ მართვის მოწმობის შესაცვლელად ყველა კატეგორიის მძღოლი მიდის. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი