საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს განიხილავენ, რომელიც მოქალაქე გიორგი ქებურიას ეკუთვნის და პარლამენტის წინააღმდეგაა. გასაჩივრებულია სისხლის სამართლის რამდენიმე საპროცესო ნორმა, ასევე ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ჩანაწერი და ჩხრეკის ჩატარების სტანდარტი. მოსარჩელე განმარტავს, რომ არსებული ნორმა საშუალებას იძლევა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდეს ჩხრეკა, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა მტკიცებულებათა ერთობლიობის მოპოვების გარეშე.
ასევე პრობლემურია ნორმა, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს სასამართლო ეყრდნობა პოლიციის ჩვენებას და ამოღებულ მტკიცებულებას, ისე რომ სასამართლო ვერ ახერხებს გადაამოწმოს რამდენად სანდოა ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო.