ზაზა სარალიძე შალვა თადუმაძეს შეხვდა

06 თებერვალი 2019, 00:00 1482 ნახვა

ამჯერად ზაზა სარალიძის პროტესტი,  რომლის შემდეგაც დღის ბოლოს მას მიეცა საშუალება შეხვედროდა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს.

შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე პროკურორს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ზაზა სარალიძის თქმით, დეზინფორმაცია სწორედ საქმის პროკურორებიდან მომდინარეობს. მისივე თქმით, გენერალური პროკურორისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო, მაგრამ თადუმაძე მას საქმის შესწავლას დაჰპირდა.

მომავალ სამშაბათს შეხვედრა ისევ იგეგმება, ამჯერად შეხვედრას საქმის განმხილველი პროკურორები და გენერალური პროკურორი დაესწრებიან. ცნობისთვის, დრეს დილიდან მივიდა პროკურატურასთან ზაზა სარალიძე, იგი ითხოვდა შეხვედრას, პროკურატურამ კი განაცხადა რომ თადუმაძე სარალიძეს შენობაში უნებართვოდ შეჭრის გამო არ შეხვდებოდა.

სარალიძე ტერიტორიიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახებაც. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი