ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდებით ქალი და მამაკაცი სპეცოპერაციით დააკავეს 

06 თებერვალი 2019, 00:00 9201 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შსს ინფორმაციით ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდნენ.

დაკავებულმა ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აიყვანეს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი