ბათუმში, ყოფილი კალიევის ქუჩაზე დღეს ხანძარი იყო. ერთი სახლი მთლიანად დაიწვა, ათამდე შენობის სახურავი კი დაზიანდა.
ცეცხლი იტალიურ ეზოში გაჩნდა.
რამდენიმე სახლი წყლის ჭავლისგან ისე დაზიანდა, რომ ცხოვრება შეუძლებელია.
ბათუმის მერიამ მოქალაქეებს დროებით ქირით გაყვანა შესთავაზა. პარალელურად კი დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხზე სპეციალური კომისია იმსჯელებს.
ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. კლინიკაში მხოლოდ ერთი ქალი გადაიყვანეს, რომელსაც მარალი არტერიული წნევა ჰქონდა. სხვა პირებს კი დახმარება ექიმებმა ადგილზე გაუწიეს.