ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება

04 თებერვალი 2019, 00:00 2096 ნახვა

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალის ასაშენებლად 50 მილიონი დოლარია გამოყოფილი. "პეის ტერმინალი" 25 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული, აკვატორია გაღრმავდება 12 მეტრამდე და შედეგად ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთწარმოების გემების მიღებას შეძლებს. ტვირთგამტარიანობა კი 2.5 მილიონი ტონით გაიზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ ფოთის ახალი პორტის აკვატორიაში ულტრათანამედროვე, ღრმაწყლოვანი პორტი შეიქმნება.

პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. "პეის ჯგუფი",  27-წლიანი ისტორიით, მსოფლიოში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომლის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ ტონას აღემატება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ფოთის პორტის თანამედროვე სისტემებზე გადაყვანა,დაეხმარება საქართველოს რეგიონის ლიდერად გადაქცევაში და ლოგისტიკის განვითარება კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს საერთაშორისო ინვესტორებში."პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ოფიციალურად დღეს მოეწერა ხელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი