ბათუმის „დინამომ“ 2 ფეხბურთელი დაიმატა

03 თებერვალი 2019, 00:00 1522 ნახვა

ბათუმის დინამომ 2 ფეხბურთელი დაიმატა. 29 წლის უკრაინელი მცველი ევგენი ზუბჩენკო და ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი 24 წლის ბენჟამენ ტეიდი. ზუბჩენკო უკრაინის პრემიერლიგაში გამოდიოდა. იგი დონეცკის „ოლიმპიკის ღირსებას იცავდა.

24 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი კი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტეიდიმ კარიერის დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა – 2014 -2017 წლებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა. 2018 წელს ის ლატვიაში გადავიდა, სადაც ლიეპაიაში გამოდიოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი