„განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ბავშვისთვის - ადრეული ინტერვენცია ყველა რეგიონში“- თემაზე სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის სემინარი გაიმართა. შეხვედრა მიზნად ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის შესახებ, ჯანდაცვის პროგრამების გაცნობას ისახავდა.
განიხილეს საკითხები, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ახორციელებს. გასულ წელს სხვადასხვა პროგრამით ბინაზე დაახლოებით 5 000-მა ბავშვმა ისარგებლა.