ბოდიში ალექსანდრე თევზაძისგან- რატომ?

02 თებერვალი 2019, 00:00 1848 ნახვა

საინიციატივო ჯგუფ „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ წევრი ალექსანდრე თევზაძე ბოდიშს იხდის თუ ბოლო ერთი თვის მის განცხადებებში იგრძნობოდა აგრესიული ან ცინიკური ნოტები, პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული როგორც მთავრობის ასე საზოგადოების გარკვეული წევრების მიმართ. წაგიკითხავთ ფრაგმენტს განცხადებიდან „უსუსურად ვგრძნობდი თავს ტრანსკავკასიური და რამოდენიმე გიგანტი სახელწიფო თუ ბიზნეს ინტერესების წინაშე მარტო დარჩენილი ბრძოლის ველზე , ყველაზე მეტად ჩემს უძლურებას ამძაფრებდა საზოგადოების ინდეფერენტულობა საკითხის მიმართ რაც არჩევანის წინაშე მაყენებდა.

მე ვცდებოდი და დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა , რომ უამრავი ადამიანი გაერკვია და გამოიტანა დასკვნები რასთან გვაქვს საქმე და ამით პასუხისმგებლობა რომელიც ასე მძიმედ მაწვა სულზე გადაინაწილა. იწყება ახალი ეტაპი კონსოლიდირების , მსჯელობის , დასკვნების მომზადების, ჩართულობით დაინტერესებული მხარეების, რომლებსაც შესწევს უნარი ადეკვატურად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები , საფრთხეები და ამის შემდეგ გადავდგათ მხოლოდ ნაბიჯები. უსუსურობის დრო დამთავრდა და აქედან გამომდინარე აგრესიის. მხოლოდ საღი აზრი და საღი აზრის მატარებელი ხალხის ჩართულობა პროცესებში მოგვცემს სწორ შედეგს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი