ტენდენცია, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია მშენებლების ნაწილი მიმართავს - აღმოჩნდა, რომ ზონალურ საბჭოს არაერთხელ აქვს გაცემული ნებართვა სართულების დაშენებაზე - ამაში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუმცა ხაზგასასმელია ერთი გარემოება - ნებართვები გაიცა მას შემდეგ, რაც სართულები დააშენეს. მერია მის დემონტაჟს ვერ ახერხებს, ბიზნესმენს კი როგორც ჩანს ჯარიმის გადახდა ურჩევნია.
ისტორიული არეალის დამცველებს არც კი ახსენდებათ შემთხვევა, როდესაც უნებართვო სართულები მოშალეს. ცნობისთვის ამ დროისთვის ბათუმში, მერიის ინფორმაციით რამდენიმეათასი კვადრატული მეტრი უკანონო მშენებლობაა.