კომერციულ ობიექტებს 1 მარტიდან ბუნებრივი აირი გაუძვირდება

01 თებერვალი 2019, 00:00 1635 ნახვა

შესაძლოა კომერციულმა დაწესებულებებმა მომსახურების საფასური გაზარდონ, ამას ძირითადად ვალუტის კურსსა და გაზრდილ კომუნალურ გადასახადს უკავშირებენ - მათ შორისაა ბუნებრივი აირის გადასახადი, რომელიც 1 მარტიდან მაღაზიების, რესტორნებისა და კაფეებისთვის 9 თეთრით გაძვირდება და 1 კუბური მეტრი 95 თეთრი ეღირება. ასეთი ობიექტი აჭარაში 900-მდეა, მათ შორისაა მსხვილი საწარმოები, ასევე ტერმინალი.

გაზის მომწოდებელ კომპანიაში დღის ბოლოს დააზუსტეს, რომ ტარიფის ცვლილება არ შეეხება პურის ქარხნებს, რომლებსაც ფქვილის ფასის ზრდის გამო ისედაც მოუხდათ პურზე ფასის მომატება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი