მე-12 კლასელების გამოცდების საკითხი უახლოეს დროში გადაწყდება - მიხეილ ბატიაშვილი

01 თებერვალი 2019, 00:00 2836 ნახვა

მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მე-12 კლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობენ, განათლების მინისტრმა დღეს თქვა, რომ საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. 

"მე-12 კლასთან დაკავშირებით ვეცდებით ძალიან სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება" -  განაცხადა ​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

“ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციას გავდივართ. ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას და ამიტომ, ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ვართ. ვფიქრობთ, ძალიან მალე ამაზე ყველა რისკის გათვალისწინებით, ყველა მხარესთან კონსულტაციის შედეგად - ეს იქნება სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო, მივიღებთ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობთ, რომ მომავალი განათლების ხარისხზე ორიენტირებული”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობილია, რომ მე-11 კლასის გამოცდები გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილი ითხოვს გაუქმდეს გამოსაშვები გამოცდები.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი