აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე ინიშნება

01 თებერვალი 2019, 00:00 7969 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძე ინიშნება. იგი ამ დრომდე, აჭარის მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მოადგილეს 11:00 საათზე სამინისტროში ჩანიშნულ შეხვედრაზე, აჭრის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და განათლების მინისტრი წარადგენენ. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიცია, რამდენიმე წელია ვაკანტურია.

აჭარის მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში რეორგანიზაცია იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი