ხანძარია ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მთის ფერდობზე იწვის სავარაუდოდ ეკალ-ბარდი. ადგილზე ამ წუთებში 5 სახანძრო მანქანა და ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებულ. ამბობენ რომ, ფერდობი რთულად მისადგომია, ცეცხლი კი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაახლოებით 3 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადგილობრივების თქმით, ტერიტორია სადაც ხანძარია, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული დასახლებული პუნქტიდან.
ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და დეტალები 21 საათზე მთავარში