შესაძლოა რეორგანიზაცია განხორციელდეს, თუმცა დასაკარგი კადრები არ გვყავს - განათლების მინისტრი

31 იანვარი 2019, 00:00 2606 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრი ამბობს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, შესაძლოა რეორგანიზაცია განხორციელდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მსჯელობის საგანია. 

ინგა შამილიშვილი ადასტურებს, რომ ახალგაზრდობის მიმართულების გაძლიერებაზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა დეტალებს კი არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ კუთხით ცვლილებები აუცილებლად იქნება, რადგან ეს სფერო სახელმწიფოს პრიორიტეტია. 

''ახალგაზრდული მიმართულებით გაძლიერება ნამდვილად იგეგმება. განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში. შესაძლებელია სტრუქტურული გადახალისებაც, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ვმუშაობთ. ფუნქციური ანალიზის გაკეთება და ამის შემდეგ იქნება ცვლილებები. ​ახალგაზრდობის, ამ ერთი კომპონენტის გაძლიერება ნამდვილად იგეგმება, თუ როგორ, რა დამატებითი აქტივობებითა და პროგრამებით მოგვიანებით შეთანხმდება'' - ამბობს შამილიშვილის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვაზე, რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება თუ არა თანამშრომლების შემცირება ან სხვა უწყებაში გადაყვანა, მინისტრი ამბობს რომ დასაკარგი კადრები არ ჰყავთ, რადგან სამინისტროში პროფესიონალები მუშაობენ. 

''მე ძალიან კარგი გუნდი დამხვდა. ორი წლის განმავლობაში, არცერთ თანამშრომელს ცვლილება არ შეხებია. ეს საკითხი ასე არ დგას. შესაძლებელია შიგნით გადაალაგდეს, მმართველობის ეფექტური მენეჯმენტი განხორციელდეს, მაგრამ ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე მიბმულ ცვლილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჯერ ჯერობით მსჯელობის საგანია'' - ამბობს მინისტრი. 

ინგა შამილიშვილმა, რომელიც მაუწყებლის ჟურნალისტმა მთავრობის ადმინისტრაციული შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩაწერა, თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძესთან დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია. 

სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე კი მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა.  

''ცვლილებები არის აუცილებელი, ყველა უწყების სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის. რეფორმების ტალღა გრძელდება. ახალგაზრდები და განათლება არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ამ კუთხით ცვლილებები იგეგმება. სისტემა გაჯანსაღდება. მალე გაცნობებთ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

დღეს აჭარის მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში რეორგანიზაცია იგეგმება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი