''ბათუმობა'' წელს 28 აპრილს გაიმართება. მერიის ამ ინიციატივას საკრებულოს წევრებმა დღეს მხარი დაუჭირეს. ბოლო წლებში დღესასწაული სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა. მერიაში განმარტავენ, რომ თარიღის ცვლილებას წინ უძღოდა გამოკითხვა.
განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, გამოკითხულთა 72% მხარი ბათუმობის 28 აპრილს აღნიშვნას დაუჭირა მხარი. თარიღს, როცა ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.