უბედური შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ ბინაში 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

31 იანვარი 2019, 00:00 5536 ნახვა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე, 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური, კრიმინალისტები და პოლიცია. ადგილზე მივიდნენ "ყაზტრანსგაზის"  წარმომადგენლებიც.  

წინასწარი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილები მუშები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.  

ისნის გამგებელი კახა ლაბუჩაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ ისინი ბუნებრივი აირის ნამწვის შედეგად გარდაიცვალნენ.

"ბინა არის ნაქირავები ამ ადამიანების მიერ, 7 გარდაცვლილია, დამატებითი ინფორმაცია მე არ მაქვს, არ შემიძლია სხვა ამბები გითხრათ. ვერ ვაზუსტებთ ეს ადამიანები თბილისელები არიან, თუ რეგიონებიდან ჩამოსულები. როცა მოხდა ბინაში შესვლა, იქ ვერავის გადარჩენა ვეღარ მოხდა, რადგან უკვე  გარდაცვლილები დახვდათ ადგილზე" - განაცხადა ისნის გამგებელმა ტვ პირველის ეთერში. 

საქართველოს მასშტაბით, ბოლო სამ წელიწადში,  ბუნებრივი აირის გაჟონვით 286 ადამიანი მოიწამლა, ხოლო 90 გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი