ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე აფეთქებებმა სახლები დაბზარა

30 იანვარი 2019, 00:00 6229 ნახვა

მახვილაურში მოქალაქეები სახლების გამაგრებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კედლები მას შემდეგ დაიბზარა, რაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის, კლდოვანი მასის ჩამოსაშლელად აფეთქებები გახდა საჭირო.

მახვილაურში ამბობენ, რომ კლდეს უკვე რამდენიმე თვეა შლიან, ამის გამო კი საფრთხე ექმნება  არამარტო სახლებს, არამედ მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ მონაკვეთს ფეხით გადიან. მოქალაქეებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს - აქ პირობას დებენ, რომ პროცესში დღესვე ჩაერთვებიან. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში