ქობულეთში ორი სპორტული მოედანი ისევ უფუნქციოა. არადა ამ მოედნების მოსაწყობად, 3 წლის წინ, ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მერიაში აცხადებენ, რომ თავის დროზე მოედნები ტურისტული ზონის განვითარების ხელშესაწყობად ააშენეს, თუმცა ვანდალური ფაქტის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რაზეც გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს - დამნაშავე არაა გამოვლენილი.
მოედნები ხელახლაა მოსაწესრიგებელი, ამისთვის ბიუჯეტში თანხა არ დევს. პარალელურად ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბ „შუქურას“სავარჯიშო ბაზა სჭირდება. კლუბის ადმინისტრაციას მერთან მოლაპარაკებებიც აქვს დაწყებული,თუმცა ჯერ უცნობია რას გადაწყვეტს ქობულეთის მერია.