ავარია ბათუმში - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

30 იანვარი 2019, 00:00 7849 ნახვა

ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მედიკოსების დახმარება მოქალაქეებს არ დასჭირდათ. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

ამავე კატეგორიაში