აჭარაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში საკადრო ცვლილებებია. სამსახურის უფროსად ჯუმბერ ბათაძე დაინიშნა. იგი აქამდე აჭარის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი თოიძე კი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, ამ დრომდე უცნობია რა გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფეისბუქ გვერდი