აჭარაში, ერთ-ერთი სკოლის 14 წლის მოსწავლეს, სავარაუდოდ მასწავლებელმა ინტიმური ხასიათის შეტყობინება გაუგზავნა. ამის შესახებ უკვე იციან ოჯახსა და სკოლაში, თუმცა არცერთ მათგანს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს. არ მიუმართავთ ასევე არც სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. რაც, სააგენტოს წარმომადგენლის თქმით დირექციას ევალებოდა.
უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენთვის უცნობია შეტყობინების შინაარსი, ცნობილია რომ მასწავლებელმა უკვე დატოვა სკოლა, თუმცა ამას არ უკავშირებენ მესიჯს სასწავლებელში. მასწავლებელს სავარაუდოდ მალე გამოკითხავენ სამართალდამცველები, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის შესწავლა დაიწყო და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. ცნობისთვის, ინფორმაცია პირველად გუშინ რუსთავი 2-მა გაავრცელა.