კარგი სამსახურის შოვნა ნაცნობობით შეიძლება - ასე ფიქრობს NDI გამოკითხულთა 37%

28 იანვარი 2019, 00:00 2230 ნახვა

 საქართველოში 2009 წლის შემდეგ, ეროვნულ საკითხებს შორის ყველაზე პრობლემური სიღარიბე (51%) და სამუშაო ადგილებია (38%) -  წერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევაში. 

მოქალაქეების დიდი ნაწილი - 62% თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად, ხოლო გამოკითხულთა 37%  თვლის, რომ კარგი სამუშაოს პოვნა ნაცნობობითა არის შესაძლებელი. 

წარმატებული ბიზნესის კეთებისათვის კი, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, უნარები და გამოცდილებაა საჭირო, შემდეგ ადგილზე მოდის განათლება და პოლიტიკური კავშირები.  

კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ 21% ეძებს სამუშაოს, მიუხედავად იმისა, რომ 62% მიიჩნევს თავს დაუსაქმებლად. 

 

ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს სიღარიბისა და სამუშაო ადგილების გარდა, ფასების ზრდა და ინფლაცია (37%), ტერიტორიული მთლიანობა (27%), პენსიები(25%) და ხელფასების (18%) საკითხი მიაჩნიათ ყველაზე მწვავე საკითხებად. 

აღსანიშნავია, რომ მზარდია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ინფლაცია და სიღარიბის საკითხი ეროვნულ დონეზე პრობლემათა ჩამონათვალში შეჰყავს. 

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)” და “CRRC–საქართველო მედიას” 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი