​საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა - NDI-ს კვლევის შედეგები

28 იანვარი 2019, 00:00 1935 ნახვა

მოსახლეობის უმრავლესობა, 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში არასწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო 10 წელიწადში  კი საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა. საზოგადოებრივი აზრის  კვლევა  .„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“  ჩაატარა. გამოკითხულთა 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს.   შეკითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 78 პროცენტი პასუხობს, რომ „მისაღებია“.  

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის ფარგლებში დასმულ შეკითხვას, როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, გამოკითხულთა უმრავლსეობა ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

2009 წლის შემდეგ უცვლელია მოსახლეობის პრიორიტეტული მიმართულება ეროვნული საკითხების მიმართ, გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, 38 პროცენტისთვის სიღარიბე,  37 პროცენტისთვის ინფლაცია, ხოლო 27 პროცენტისთვის ეროვნულ გამოწვევად ტერიტორიული მთლიანობა. ენდიაიას მიერ გამოკითხული მოსახლეობის 83 პროცენტი ქვეყანის ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეა.  78 პროცენტი კი საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზნის - ნატოს წევრობის მომხრეა.

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობაში გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები. 35 პროცენტი მთავარ ინფრასტრუქტურულ პრობლემად გზების რეაბილიტაციას ასახელებს, 22 პროცენტი გარემოს დაბინძურებას, ეკოლოგიურ პრობლემებში კი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული მოსახლობა მთავარ გამოწვევად ჰაერის დაბინძურებას ასახელებს. ასე ფიქრობს 57 პროცენტი,  44 % მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად საკვების უსაფრთხოებას მიიჩნევს, 40 პროცენტი კი ატმოსფეროსა და წყალში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობას ასახელებს. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 47 % მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოსახლეობას მაღალი ხარისხის განათლება მიეწოდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის კი მოსახლეობის 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ რეპეტიტორების არსებობა აუცილებელია. ენდიაის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 21 პროცენტი უმუშევარია. რაც შეეხება კრიმინოგენულ სიტუაციას რეგიონში,  43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით  მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა მიუხედავად საზოგადოების ასეთი განწყობისა, სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში კვლავ ნდობით სარგებლობენ. საქართველოს პოლიციის საქმიანობას 67 % დადებითად აფასებს.

ენდიაის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 30 პროცენტი ინტერნეტს არასდროს იყენებს, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი  ქართულ მედიასაშუალებების მიმართ ნდობის შკალა  ნეიტრალურია.

კვლევა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუსი მიერ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩატარდა, დღეს კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია იყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში