საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი გაიზარდა

28 იანვარი 2019, 00:00 1550 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. 

უფრო კონკრეტულად კი, ​გამოკითხულთა 83%-ი უჭერს ხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა კი - 78%-მდე გაიზარდა. 

პარალელურად შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ევროინტეგრაცია. 2018 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 9% პროცენტს ეწინააღმდეგება, ხოლო ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიცხვი 13%-ს შეადგენს.  

შემცირებულია მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც არ იციან უნდათ თუ არა ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში.   

კვლევის პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის შემდეგ, ევროინტეგრაციის მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა. 

"ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია" - წერია კვლევაში.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI)” და “CRRC–საქართველო მედიამ” გამოკითხვა 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა.  საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი