წერეთლის ქუჩა დღეს.
გარევაჭრობის დახლებისგან გათავისუფლებულ ქუჩაზე მერიის გამწვანების სამსახური მიწაში თხრილებს ამზადებენ ნერგების ჩასარგავად.
გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დილიდან იკრიბებიან. ისინი ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ტერიტორია გარემოვაჭრეების დახლებისგან გაათავისუფლეს. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 170-მდე ადამიანი ვაჭრობდა.