განთიადის მოსახლეობა სასაფლაოს ტერიტორიის გაზრდას აპროტესტებს

27 იანვარი 2019, 00:00 2730 ნახვა

განთიადის დასახლებაში მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი სასაფლაოს საზღვრის მოსალოდნელ გაზრდას აპროტესტებენ. როგორც ამბობენ, ხელვაჩაურის მერია სასაფლაოების მიმდებარედ არსებული თავისუფალი ტერიტორიის ათვისებას აპირებს, რის შემთხვევაშიც სასაფლაოებსა და სახლებს შორის მანძილი 10 მეტრი იქნება. განთიადის მკვიდრები ამბობენ, რომ მერიამ საზღვარი აქამდე გზის და საპარკინგე ტერიტორიის ხარჯზე გაზარდა.

განთიადის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ შევიწროვებული გზის გამო სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟების გადაადგილება ფერხდება. საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით განიხილება. ხელვაჩაურის მერის განცხადებით, ტერიტორიის გაზრდა იგეგმება, თუმცა დასახლებასთან დაშორების მანძილს კანონის შესაბამისად დაიცავენ. ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით სასაფლაოების ტერიტორიის გაზრდის მოთხოვნით 300-ზე მეტი ხელმოწერით შევიდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი