''მართმსაჯულება გადასარჩენია'', ''ხალხი იმსახურებს ღირსეულ სასამართლოს'' - საპროტესტო აქცია

27 იანვარი 2019, 00:00 1981 ნახვა

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნით აქცია იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროტესტის ნიშნად თქვა უარი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვაზე. 

აქციის მონაწილეთა თქმით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემუშავებული სამუშაო ფორმატი ცრუ და არაფრის მომცემია. მათ მოსამართლე წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს, ლევან მურუსიძის გამოჩენას შეძახილებით შეხვდნენ.  

ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-ვე წევრისა და ლევან მურუსიძის გადადგომას ითხოვენ. შეკრებილთა განცხადებით თანამდებობიდან უნდა გადადგნენ ისინი, ვინც მათივე თქმით  სასამართლოს სისტემას მართავენ და მნიშვნელოვანია ქვეყანაში სასამართლო რეფორმა გატარდეს.

ფოტო:ნათია კოპალიანი 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი