პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში

24 იანვარი 2019, 00:00 1631 ნახვა

საქართველო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აღიარებს  და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  ავრცელებს.  რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო მზადაა განავითაროს  პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელასთან. ნიკოლას მადურომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. ეს განცხადება მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა.

აშშ-მა ვენესუელიდან დიპლომატების გაწვევაზე უარი თქვა.   ვენესუელაში ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაღუპულია 16 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში