ბავშვს, რომელმაც ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია, დღეს კლინიკიდან გაწერენ 

24 იანვარი 2019, 00:00 6169 ნახვა

4 წლის გოგონას, რომელმაც ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია, დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერენ

იაშვილის კლინიკის ექიმის თქმით, გადაწყვეტილება საყლაპავის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მიიღეს.

მედიკოსების განმარტებით, ბავშვს განმეორებითი კვლევა, სამი კვირის შემდეგ ჩაუტარდება. ანალიზების პასუხებზეა დამოკიდებული, დასჭირდება თუ არა გოგონას მკურნალობის გაგრძელება.

ბათუმში, საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი, 21 იანვარს დალია. ბავშვი თბილისში იაშვილის კლინიკაშია იმავე დღეს გადაიყვანეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი