''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა. მილი კონტრაქტორმა კომპანიამ, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე სამუშაოების შესრულებისას დააზიანა.
წყლის მიწოდება შეუწყდებათ:
ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს.
კომპანიის ინფორმაციით, მორიგე ჯგუფები დაზიანებული მილის აღდგენის სამუშაოებს, გართულებულ პირობებში ასრულებს.
''ბათუმის წყალში'' ვერ აკონკრეტებენ, როდის აღუდგება მოქალაქეებს წყლის მიწოდება. მათივე განმარტებით, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ ნომრებზე, აბონენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები უკვე გაუგზავნეს.