გზების გადაკეტვა - ''ახალი საქართველოს'' ბრიფინგის თემა

04 აგვისტო 2016, 00:00 4828 ნახვა

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” საპატრულო პოლიციის მიერ ბათუმის ზოგიერთი ცენტრალური ქუჩის გარკვეული პერიოდით გადაკეტვას აპროტესტებს. გიორგი ვაშაძის მხარდამჭერების განცხადებით, აღნიშნულის გამო  მოქალაქეებს დისკომფორტი ექმნებათ. გაერთიანებაში უკმაყოფილებას გამოთქვამენ გზებზე კეთილმოწყობითი სამუშაოების გამოც. მათი მტკიცებით, საგზაო მონიშვნების განახლება დღის ისეთ მონაკვეთებში ხდება, როდესაც მოძრაობა გადატვირთულია. “ახალი საქართველო” მოუწოდებს შესაბამის უწყებებს პრობლემის გადასაჭრელად ზომები დროულად მიიღონ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში