ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

23 იანვარი 2019, 00:00 1663 ნახვა

ჰქონდა თუ არა ადგილი სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც სამხედრო პოლიცია ბათუმში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტზე მოკვლევას დაასრულებს. სწორედ ამ კუთხითაა საქმე აღძრული. დღეს „მთავარი“ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას სამხედრო ბაზაზე: ვესაუბრეთ ჯარისკაცებს, დაჭრილის ოჯახის წევრებს, თუმცა დეტალებზე არცერთი მხარე საუბრობს.

დაჭრილი ჯარისკაცის მამა თავდაპირველად დაგვპირდა, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას დღის მეორე ნახევარში მოგვაწვდიდა, თუმცა დღის ბოლოს კომენტარზე უარი გვითხრა. 23 წლის ჯარისკაცს, რომელიც სამხედრო სამსახურში 8 თვეა მსახურობს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი