ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა დალია შხამქიმიკატი - იაშვილის კლინიკის ექიმი

23 იანვარი 2019, 00:00 7660 ნახვა

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა დალია შხამქიმიკატი, ვერ გეტყვით რა რაოდენობით, მაგრამ სავარაუდოდ განუზავებელი იყო ეს ხსნარი, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, იაშვილის კლინიკის ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მოზარდს დაზიანებული აქვს პირის ღრუ და საყლაპავი. ექიმის თქმით, ამ წუთისთვის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“21 იანვარს სამწლინახევრის ბავშვმა მიიღო შხამქიმიკატი, ზედაპირების დასამუშავებელი ხსნარი, რომელიც არის ბულგარული წარმოების და სეფტოქვატი ჰქვია. ნივთიერებას აქვს კოროზიული ქმედება და იწვევს პირის ღრუს და საყლაპავის დაზიანებას. პაციენტი იმავე დღეს გადმოიყვანეს ბათუმიდან, აღენიშნებოდა ჭარბი ნერწყვის გამოყოფა და ყლაპვის გაძნელება. 2 დღის განმავლობაში სითხეებს ცუდად იღებდა, დღეს შედარებით უკეთ იღებს საკვებს და უკეთესად ყლაპავს. ხვალისთვის ნარკოზის ქვეშ დაგეგმილი გვაქვს საყლაპავის ვიზუალური დათვალიერება, რათა დავადგინოთ საყლაპავის დამწვრობის არსებობა-არარსებობა. დამწვრობის არსებობის შემთხვევაში უნდა დავადგინოთ დამწვრობის ხარისხი და შემდგომი განვსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა დალია ეს სითხე, ვერ გეტყვით რა რაოდენობით, სავარაუდოდ განუზავებელი იყო ეს ხსნარი”, - განაცხადა ოთარ რუსაძემ.

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი