ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯარისკაცი დაჭრეს

22 იანვარი 2019, 00:00 2768 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში ბაზის ტერიტორიაზე, სამხედრო მოსამსახურემ მეორე ჯარისკაცი დაჭრა. 

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ადგილი ჰქონდა უნებლიე გასროლას. სამხედრო მოსამსახურეს ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს.

''22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ  ქ.  ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის  სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე  მ. გ. დაშავდა.  მ.გ.-ს საჭირო გამოკვლევები და პროცედურები  ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება

ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებმა, დაჭრილი ახალგაზრდას  კლინიკაში გადაიყვანეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი