საზღვაო აკადემიის ყოფილი სტუდენტი სასწავლებლის წინააღმდეგ. სტატუსშეჩერებული სტუდენტის საქმე დღეს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტომ განიხილა. შეგახსენებთ, საზღვაო აკადემიის ორ სტუდენტს სტატუსი დაახლოებით ერთი თვის წინ შეუჩერდა.
აკაკი კაცაძეს 1 წლით, ხოლო ანრი ხახუტაიშვილს 6 თვით. გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ ახალგაზრდების ადმინისტრაციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, რასაც სიტყვიერ შეურაცხყოფა უძღოდა წინ.