23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარი ლიბიაში იპოვეს - საზღვაო სააგენტო 

21 იანვარი 2019, 00:00 10788 ნახვა

ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. თამარ იოსელიანის თქმით, ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს. 

''პირველადი ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ცხედარი იპოვეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა. მეტი დეტალი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, მეზღვაური 7 იანვარს გაუჩინარდა, სააგენტოში ინფორმაცია 16 იანვარს შემოვიდა. შესაბამისად მყისიერად ვიმოქმედეთ, ჩავაყენეთ ყველა მხარე საქმის კურსში. დაიწყო ძიება და დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ცხედარი ნაპოვნია'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თამარ იოსელიანმა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გემთმფლობელ კომპანიას შორის, ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება. 

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრები მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ისინი ვერსიებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ რომ დავით რაზმაძე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე, მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, 7 იანვარს გაუჩინარდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი