ბათუმში, რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში დაკვამლიანებაა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება კორპუსში, სავარაუდოდ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებულმა გამწოვმა გამოიწვია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

განახლება:13:15
დ. თავდადებულის ქუჩაზე დაკვამლიანება რესტორნის სამზარეულოში დამონტაჟებულმა გამწოვმა გამოიწვია.
''სპეციფიკური სუნი იყო, შემდეგ კვამლი დავინახეთ, შეგვეშინდა და სახანძრო სამსახურში დავრეკეთ'' - ამბობს კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.