აჭარაში წითელას ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ინფექციის მასიურად გავრცელების პრევენციის მიზნით პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში უფასო ვაქცინაცია ტარდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, არაგეგმური აცრა 150-ზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა. რისკჯგუფებს, 20-დან 41 წლამდე ასაკის ადამიანები, ასევე 1 დან 5 წლამდე ბავშვები განეკუთვნებიან, რომელთაც არ ჩატარებიათ აცრები ან არასრულად აქვთ ვაქცინაცია გაკეთებული.
მათ, ვისაც უკვე აქვს გადატანილი დაავადება, დაინფიცირება არ ემუქრებათ. პრევენციის მიზნით ამბულატორიები შაბათ-კვირასაც მუშაობენ. აცრის ჩატარება ბათუმში შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ბათუმის პოლიკლინიკა" "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი" "ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა" "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" რეგიონის მუნიციპალიტეტებში აცრის ჩატარება შესაძლებელია რაიონული საავადმყოფოების ამცრელ კაბინეტებში.