„კარბამიდის“ შეჭმამ არ გაამართლა - აქცია მაინც შედგება

20 იანვარი 2019, 00:00 1785 ნახვა

„შეწყდეს ქიმიური შეტევა ბათუმზე“- კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის  წინააღმდეგ  პერმანენტული აქციები იწყება.  იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა ჩვენი არხის  პირდაპირ ეთერში „კარბამიდი“  შეჭამა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტერმინალის უსაფრთხოებაში ვერ დაარწმუნა.

ალექსანდრე  თევზაძე ქალაქში შესაძლო  ეკო-კატასტროფაზე საუბრობს და  მმართველი გუნდის წევრის  ქმედებას  „უსუსურს“ უწოდებს.  აქცია 14 საათზეა დაგეგმილი.  კარბამიდის  ტერმინალის მშენებარე კომპანიიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

ამავე კატეგორიაში