კარბამიდის ტერმინალის პროექტი და საზოგადოების პროტესტი

19 იანვარი 2019, 00:00 1508 ნახვა

უკვე ორი თვეა,  საზოგადოების ნაწილი, ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის საკითხს ეწინააღმდეგება. გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, გაკეთდა განმარტებები. გუშინ კი, პროექტის საჯარო განხილვაც მოეწყო. ამის მიუხედავად, საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდება  საპროტესტო განწყობა და მოლოდინი იმისა, რომ ნავსადგურში მინერალურთან ერთად, ქიმიური ტვირთების გადამუშავებაც მოხდება.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობის მოლოდინები გაუმართლებელია და უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული. მეტი დამაჯერებლობისთვის საკუთარ არგუმენტებს იმით ამყარებენ, რომ პროექტი დახურული საწყობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც მინერალური სასუქის ატმოსფეროსა და წყალში მოხვედრას გამორიცხავს.  კომპანიის განწყობებს ნაწილობრივ იზიარებენ სპეციალისტებიც, რომლებიც პროექტის განხორციელებაში, არა საფრთხეს, არამედ გარკვეულ რისკებს ხედავენ. ტურისტულ ქალაქში, საფრთხეს და რისკებს, ეკოლოგიური ვითარების გაუარესებასთან ერთად, ტურიზმის მიმართულებითაც ხედავენ, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

ამავე კატეგორიაში