ეკა ბესელია მესამე სექტორს ხვდება

17 იანვარი 2019, 00:00 1571 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი  სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესისა და  კრიტერიუმებთან დაკავშირებით  საკუთარ ხედვებს ხვალ წარადგენენ, მანამდე ისინი  იურიდიული კომიტეტის ყოფილ  თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და უმრავლესობის სხვა ლიდერებს ხდებიან, რომლებიც მოსამართლეთა წარდგენილ სიას მხარს არ უჭერენ.

მესამე სექტორში  მიაჩნიათ, რომ შესაცვლელია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ  უზენაეს სასამართლოში უვადოდ კეთილსინდისიერი მოსამართლეები უნდა ინიშნებოდნენ. უზენაესი სასმართლოში ამჟამად 10 მოსამართლეა გამწესებული. ჯამში სასამართლოში 28 მოსამართლემ უნდა შეასრულოს მოვალეობა. 

რამდენიმე კვირა მმართველი ძალაში დაპირისპირების მიზეზი მოსამართლეთა ის შემადგენლობაა,  რომელიც დასამტკიცებლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი