საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს

17 იანვარი 2019, 00:00 1851 ნახვა

დიდ დიღომში სადაც გუშინ საღამოს ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ ბუნებრივი არის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა  სამართალდამცველებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა მუშაობა განაახლეს. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ენერგოომბუდსმენმა  და ახსნა-განმარტებას კომპანია „ყაზტრანსგაზისგან“ მოითხოვს. ამასთან, ენერგოომბუდსმენის  აპარატის განცხადებით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი