თბილისში დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა

16 იანვარი 2019, 00:00 2559 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ამ დროისთვის იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ, ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, მიმდინარეობს ძებნა-გადარჩენითი სამუშაოები. ჩვენი გადამღები ჯგუფი მიდის შემთხვევის ადგილზე, ასე რომ მოვლენათა განვითარების შესაბამისად ჩვენ მათ პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ, მანამდე კი პრაიმ-ტაიმის მიერ გავრცელებულ პირდაპირ კადრებს გთავაზობთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი