ენმ აჭარის საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

08 იანვარი 2019, 00:00 1664 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის წარმომადგენელს და აჭარის საგზაო დეპარტამენტს  კორუფციულ გარიგებასა  და  საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.  რეზო ხარაზის თქმით, აჭარის მთავრობის  აპარატის უფროსი  არჩილ ჩიქოვანი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აიძულებს 2018 წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დამალოს.  იგი დეპარტამენტს ერთ დღეს აძლევს დამატებითი  ინფორმაციის მიწოდებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიტის სამსახურისთვის  მიმართვას გეგმავს.  

მთავრობის აპარატში რეზო ხარაზის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრესამსახურში განაცხადეს, რომ რეზო ხარაზის განცხადება უსაფუძვლოა.

აჭარის  საგზაო დეპარტამენტში  კი აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით  გასცეს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტების, კონკრეტული ტენდერების  შესახებ   დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამის ვებ-გვერდზე შეუძლიათ გაეცნონ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი