ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

06 იანვარი 2019, 00:00 1493 ნახვა

მედიკამენტი „ტამიფლუ“ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა.ხოლო მას შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევები შემცირდება, კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება ექნებათ. ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, პენსიონერები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები. ამისთვის მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

მედიკამენტის გაცემისთვის საჭიროა სამედიცინო ფორმა 100-ის წარდგენა. ამასთან სოციალურად დაუცველისთვის საჭირო იქნება მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც, აღნიშნულის არქონის შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ პაციენტის პირადი ნომრის მიხედვით. ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად აუცილებელია ფორმა 100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც. პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი