ქრისტეშობა და ნათლისღება აღნიშნეს ბათუმის სომხურ ეკლესიაში

06 იანვარი 2019, 00:00 1544 ნახვა

შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სადღესასწაულო წირვის შემდეგ წყალკურთხევის წესი შესრულდა. დღესასწაული ბათუმში მცხოვრებ სომხებს ქალაქის მერმა მიულოცა.  სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება, რა დროსაც ეკლესიებში მიცვალებულთა სულებისთვის პანაშვიდს იხდიან და საფლავებზე გადიან.

ამავე კატეგორიაში